დღეს ეპოქაა ისეთი...


დღეს ეპოქაა ისეთი, თითქოს
ერთმანეთს ვუმიზნებთ სიტყვებს და აზრებს,
წარმავალობა გვაფიქრებს, ვითომ,
ყოველდღიურად თითო ხინჯს ვასწრებთ..
დღეს ეპოქაა ისეთი, ვფიქრობ,
რომ დედამიწა დიდხანს ვერ გაძლებს,
რომ კოსმიური წყვდიადი გვიხმობს
და მარადიულ თეთრ კვამლში გვახვევს..
დღეს ეპოქაა, ისეთი, ვითომ,
რთული თამაშის ცხოვრებას ვსწავლობთ,
ვმოძრაობთ, ვიღწვით, დავრბივართ, ვტიპობთ,
მაგრამ, ვეცემით, ვერ ვდგებით, ვწვალობთ....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი