ყალბი ადამიანი
შენს ირგვლივ ყველა ყალბია და დაეძებს სიმართლეს. ირგვლივ ზათქების ხმა ისმის... სული იბარებს: შეეჩვიო უნდა ქვეყნიურ სიამეს. შენ აბორიგენი ხარ და იცხოვრე დედამიწაზე! და მოვა ის დრო, როდესაც კოსმიური სიღრმიდან მოდენილი ქვეცნობიერი ანარეკლი შუა გაგაპობს და უამრავ ბურთულებად გაგაბნევს სივრცედ. ახლა კი, მხოლოდ აბორიგენი ხარ და იცხოვრე დედამიწაზე! იმ ყალბ დედამიწაზე, სადაც ყველა შენგვარ სიყალბეს არის მიჩვეული და შენგვარად დაეძებს მარტივ სიმართლეს... ...იცხოვრე დედამიწაზე!.. სადაც მარადი ფერფლია აღსავსე... შენთან ისედაც მალე მოვა სიკვდილი. სულ მალე გაათევ საუკუნებას და წუთიერი სიამითაც ვერ გაძღები. უძღები შვილივით იგრძნობ სულიერ სიმშილს და მაინც ვერფერი გადაგარჩენს, მაინც ვერაფერი გიშველის, ისე ძალიან მალე მიეცემი მარადისობას. შენ გაქვს სურვილი უკვდავებისა, მაგრამ, ეს დედამიწა მხოლოდ მოკვდავებისაა და არ გაქვს უფლება სულ აქ ყოფნისა. მიეცი შენი სხეული დედამიწას, - იმ ყალბ დედამიწას, რომლის აბორიგენიც ხარ ჯერ! და სულ მალე იგრძნობ თავისუფლებას, და სულ მალე მიეცემი იმქვეყნიურ არსებობას. ჯერ კი, აღივსე მხოლოდ სიყალბით და ქვეყნიური სიამით დასტკბი. შენ ყალბი ადამიანი ხარ და იცხოვრე დედამიწაზე! იმ ყალბ დედამიწაზე, სადაც ყოველი ნებაყოფლობით თვლის აბორიგენად თავს. შენც პრობლემებით აღსავსე ყალბი აბორიგენი ხარ და იცხოვრე დედამიწაზე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი