ისე დამღლელია შენი სხეულივით..
ისე დამღლელია შენი სხეულივით ცივი მანერები ფიქრით მენტალურით.. სულმა აიწყვიტა თითქოს სნეულივით, ზღუდე აღარ არის მანიაკალური. ისევ თრთოლვა არის გულის კუნთებივით, ისევ შორს მიდიან სისხლის გუბეები, კანზე შეხებაა ისე უცნაური, თითქოს ზეწოლაა ტვინის უჯრედებით. შენი დაღლა არის ჩემი მენტალობაც, ჩუმი მიმოხვრებიც უფრო ვერბალური, სულმა აიწყვიტა თითქოს სნეულებად, ზღუდე აღარ არის მანიაკალური... 18.11.2016.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი