ღამის საათებში, როცა....


ღამის საათებში, როცა თბილისს სძინავს,
ჩემი პოეზია ჰგავს უფრო მძიმე როკს,
ფიქრის ალმურებში ჩუმად მომინდიხარ,
მაგრამ ლოგიკურად უფრო მეტად გგმობ.
ღამის საათებში, როცა მარტო ვრჩები,
მთვარე მთაწმინდაზე როცა საბანს მთხოვს,
შენგან უშორესი დუმილია სველი
და ქუჩის მტვრიან ასფალტზე მიხმობს.
ღამის საათებში,  როცა წყვდიადია,
სულში საიდუმლოდ უფრო მრუმედ თოვს,
თბილისს მმაგრად სძინავს, უკვე გვიანია
და ჩემი პოეზია ჰგავს უფრო მძიმე როკს..
25.11.2016.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი