მისი გული გაჩერდა


მისი გული გაჩერდა,
სხეული კი დაეცა,
ყველამ ერთხმად იფიქრა
ალბათ ცისკენ წავიდა...

სწრაფად თხრიან სამარეს, დიდი
ხის ქვეშ თან ღამე, და
პატარა სხეული უკვე
მიწით დაფარეს...

გაზაფხულის მშვიდ ღამეს, ის
უბრალოდ დამარხეს,
და არავის ანაღვლებს რომ
მარტო წევს ის ღამეც,

რამდენ ღამეს გაუძლო,
რამდენ სევდას ეომა,
ვერ გაიგებს ამას მთვარე,
ვარსკვლავებიც ქრებოდა....
და პატარა სხეული,
სიკვდილს მარტო ელოდა,
სადღაც ცივ საფლავში იწვა
და სიცივით კვდებოდა...

რამდენ წვიმას გავექეცი,
რამდენ თოვას ვემალე,
ვერ გაიგებ ამას მთვარე,
ვარსკვლავები მხედავდნენ....

დღესაც ვეძებ მის სამარეს დიდი
ხის ქვეშ რომ დამარხეს,
და დღესაც ვერ მიპოვია ის
პატარა მარტო რომ წევს…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი