ბუტაფორია
სიყვარული – არის თეორია, ბუტაფორია ზოგნი ამბობენ, რომ ის არ არსებობს ზოგნიც კი, არსებობსო გაიძახიან. "სიყვარული დიდი გრძნობაა, ის სამყაროს უდიდესი ნაწილია, ის იმ სითბოს ნაწილია როდესაც მშობელი გამოხატავს თავისი შვილის მიმართ იმ დიდ სითბოს, რასაც სიყვარული ეწოდება." სიყვარული არის, ის რაც გაბედნიერებს სულიერად გინდა, რომ მის ერთად გაატარო მთელი შენი დარჩენილი ცხოვრება გინდა, რომ დაბერდე მასთან ერთად და გინდა, რომ სიცარიელეც ერთად იგრძნოთ და მიღმიერ სამყაროშიც ერთად დაიმკვიდროთ შინაგანი სახლი. "სიყვარული არ არის არჩევანი, სიყვარული არის უკონტროლო გრძნობა, რომელსაც ვინმეს მიმართ ხვდები."
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი