სიცოცხლის ხალისი


სიცოცხლე, თავად სიყვარულშია
მე არ მაქვს ერთი საყვარელი ფერი,
მაგრამ ყოველთვის მიკერძოებული ვიყავი
შენი თვალების საოცრად ლამაზი
ჩრდილის მიმართ, მოგიტან
შენს საყვარელ ყვავილებს
მოდი, ეს სიყვარულია.

სიცოცხლე, თავად შენშია
მე არ მსურს მხოლოდ ერთი სურნელი,
მაგრამ ყოველთვის შენი ჩრდილი ვიყავი
შენი შეხედვა ჩემთვის საოცრება  იყო,
მაგრამ მე მაინც ჩრდილი ვიყავი
აღარ, მსურს რადგან
ეს, სიყვარული
არ, არის.

"- ზოგჯერ ადამიანები ვარწმუნებთ საკუთარ თავს, რომ ამის გაკეთება ჩვენ ცხოვრებას შეცვლის და უნდა გავაკეთოთ, მაგრამ მეორე მხარეს არ შევყურებთ თუ რა მოყვება ჩვენს ამ ქმედებას და უბრალოდ ის ადამიანები ოდესღაც თუ რაიმეს ნიშნავდა ჩვენთვის, გვტოვებენ და მიდიან, რადგან მათ აღარ შეუძლიათ იმის მოთმენა თუ რასაც ჩავდიოდით ჩვენ მათ ერთად, თუ მათ გარეშე უბრალოდ ყველაფერი ქრება, ინგრევა და კვდება.

არსებობს ადამიანები რომელთაც უბრალოდ სხვისი ბედნიერება უხარიათ, მაგრამ არის ნაწილი რომელთაც ეს აცოფებთ, მათი კარგად ყოფნაც კი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი