* * *
უმისამართოდ დავდივარ დღემდე, არაფერს ვითხოვ, ვამბობ არაფერს. მე არ მანაღვლებს რა ხდება შემდეგ, მხოლოდ ამ წამის ვარ მოქალაქე. სანამ ფოთლები დაფარავს ქუჩას, იქნებ ვიპოვო ერთხელ სიმშვიდე. რომ დაგინახო მე თვალებს ვხუჭავ და დამიჯერე, გეხები კიდეც. ჯერ ვერ ვაშიშვლებ საკუთარ განცდებს, სიკვდილის შემდეგ სადმე დაგიწერ. ამ სურვილისთვის ცას უნდა გავცდე, რადგან მე არ ვარ სადედამიწე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი