დღეში ათასჯერ მომეჩვენები


დღეში ათასჯერ მომეჩვენები,
ათიათასჯერ - წასვლას დამასწრებ.
ფიქრებს რა ვუყო, თორემ ჩვევები
მე რახანია დავაბალანსე.

აღარ დავდივარ ღამით ქუჩებში,
აღარ ვიძინებ ტროტუარებზე.
მე მხოლოდ შენზე ფიქრი თუ შემშლის
და თუ არ შემშლის - ხომ უარესი.

არ მეშინია, მე ამ სიშორის,
ალბათ, მე უფრო, სხვა რამ მაშინებს.
ჩემთან იყო და ვეღარ იშოვო
ოდნავი სითბოც, - წავალ მაშინვე!

არ მეშინია, მე შენი წასვლის,
ალბათ, მე უფრო, მოსვლა მაშინებს,
რადგან თვალებში თუ ვნახავ წაშლილს,
იმ ნაცნობ მზერას, - მომკლავ მაშინვე!

2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი