საკუთარი თავის დემონები


საკუთარი თავის დემონები,
საკუთარი თავის ღმერთები ვართ.
ხან ერთს, 
ხან მეორეს ვემონებით,
ზოგჯერ კი 
გვიტევენ ერთობლივად.

ჩვენი შეცდომები, - ჯოჯოხეთი.
სიკეთით კი 
ვიშენებთ სამოთხეს.
და ჰო,
ერთხელ მაინც ამბოხება...
ტყვიები...
ოღონდაც ღმერთს არ მოხვდეს!..
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი