გუშინ
გუშინ თავის მოკვლა ვცადე, გუშინწინაც. გულში წვიმდა, უნდა ამეღწია ცამდე. მემარტივა ყველაფერი. ვწვდი დანასაც. წმინდანადაც კი მაქცევდა ეს აფრები. მაგრამ დავრჩი ამ ავდარში და თავს ვისჯი ამ ნაბიჯით. მძულს და მიყვარს ეს სამყარო. არაფრისკენ არაფრისთვის გავეშურე და ახლა რომც დღესვე თოფმა, დღესვე დანამ მიმსხვერპლოს... ან ამაცილონ, მაინც ვიტყვი, ეს ქვეყანა გადარჩენასაც არ ცდილობს... ყველგან ბოღმა, ყველგან შური. (ან პირიქით... ეს მე ვხედავ არასწორად) ეს დაცინვაც შესაშური. ვამპირივით ბოროტებამ გადამწონა. საფიქრეთი აირია. არ ივლიან ჩემში ზღვები. დასჯა ათასნაირია... მალე თავსაც შევზიზღდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი