არ მეშინია


არ მეშინია სიკვდილის,
იყოს უაზროც. 
ოღონდ უაზრი
სიცოცხლე
მარიდე, ღმერთო.

არ მეშინია ტკივილის,
იყოს სასტიკი,
მე დედის ცრემლები
მაშინებს ერთობ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი