დაღამდა...
დაღამდა, სიჩუმის ომი იწყება. ომი იწყება, არეულ ფიქრთა. ის გულიც, შენკენ რომ მიმიწევდა, ახლა ომშია და სულს ძლივს ითქვამს. დაღამდა, მთვარემ ცელი ალესა და როგორც ბალახს ისე დამხედა. ახლა ცუდად ვარ და უარესად მაშინ ვიქნები, როცა გამხელას დავიწყებ დარდის საკუთარ თავთან. გადავეშვები ფიქრთა ორმოში. მივდივარ, გტოვებთ. ანუ, დამთავრდა იმის ყურება, ბედი როგორ მშლის...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი