ეჰ, ჩვენ..


ეჰ, ჩვენ, საუბარს ჩიტებთან
არავინ უნდა გვიშლიდეს.
მაგრამ ხმაურიც გვჭირდება,
რომ მოგვენატროს სიმშვიდე.
...
ზოგჯერ მჭირდება არავინ,
საკუთარ თავსაც ვეცლები.
დრო მიდგას მე შემზარავი,
ყველა ტკივილის შეგრძნებით.

ახლა ყველაფერს რატომღაც,
ასდის სურნელი არაფრის.
და ჰო, ძალიან მარტო ვარ,
ცარიელია ქალაქი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი