ღმერთო, მაპატიე არასწორი..


ღმერთო, მაპატიე არასწორი
და ეს ცოდვით სავსე ნაბიჯები.
ვიცი, სიკეთით ვერ გადავწონი
და რომ უეჭველი დავისჯები.

წვეთი აღარ დამრჩა იმედიდან.
შეგთხოვ, ჩემი თავის დამაჯერე.
მრავალ განსაცდელთან მივედი და
ვფიქრობ, მე დავმარცხდი მრავალჯერვე.

გთხოვ, ამ არეული ფიქრებიდან
შენკენ წასასვლელი გზა მანახე.
თორემ ახლა უფრო ვიბნევი და
უკვე არსებულსაც ვაპარტახებ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი