სიმშვიდე მაგიჟებს..


სიმშვიდე მაგიჟებს,
უშენო სიმშვიდე.
ან უფრო, 
ვერ ვიტან
ხმაურის მოლოდინს.
ნეტავ აქ იყო და
კვლავ ნერვებს მიშლიდე,
ნეტავ არ გამეშვი
და სულ აქ მყოლოდი.

ქარია. 
იბრძვიან ხეები, მარიამ.
და მაინც, 
ყველა ხე ფოთლისგან იცლება. 
ასე ვარ, ვიბრძვი და
რა ჩემი ბრალია,
თუ ქარზე ძლიერობ,
თუ ასე მტკიცე ხარ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი