საღ აზრს..


საღ აზრს,
ახლა,
სადღაც არა,
დღეს აქ მარხავენ!
უნდა იცოდეთ,
უნდა გაიგოთ,
თუ სხვანაირობთ,
ეს არ განსხვავებთ.

რადგან ამჟამად,
თქვენნაირები
უფრო ბევრია.
თქვენ აირევით
და სხავს უწოდებთ,
იმას,
რაც თქვენთვის უწოდებიათ.

სიკეთეს,
იმ კედელს,
რომელიც შენ გიცავს.
სიყვარულს,
იმ ფარულს,
რომელსაც ვერ ხედავ,
არ უნდა სხვა გზები,
უბრალოდ შეიცან
და იგრძნობ
სიმშვიდის
საოცარ შეხებას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი