ამბობ


* * * 
ამბობ; - შენთან ვარ.
მე კი მარტო ვარ.
ისე მარტო, რომ ღმერთიც შორია. 
ამქვეყნად ვერვინ ვერ მიპატრონა,
ალბათ მიწასაც ვერ მიშოვნიან,
იმდენს, 
რომ შევძლო 
წელში გამართვა.
ჰო, 
მერე მაინც, 
სიკვდილის შემდეგ,
რადგან ამქვეყნად ყველამ წამართვა,
თითო სიცოცხლე,
ვისაც კი ვენდე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი