გზები არ არის
* * * გზები არ არის, ყველა გზა დაწვეს, ზოგიც მე თვითონ მოვიჭერი და ახლა მისველებს მოღრუბლულ ღაწვებს წვიმა, რომელიც მოდის ჭერიდან. ვერ შევაკეთე ბებერი ქოხი, მარტოობას კი ეყოფა ესეც. ოხერი ქარი ხესავით მოხრის ზოგჯერ და ამ დროს ფიცრები კვნესენ, ბაბუაჩემის ტოლი ფიცრები. არ შემივლია ოდნავაც ხელი. იქ, ზემოთ ბრალს რომ დამიმტკიცებენ, მომეკითხება ცოდვა, დარცხვენილს. ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი