მიყვარხარ და
* * * მიყვარხარ და მჭირდები და ასეა სულ. ცაზე ასულს შენი თმები მახსენდება. შენი ყელი მახსენდება ცაზე ასულს და მინდება შენს მუხლებზე დასვენება, და მინდება შენს მუხლებზე ტირილი და ტკივილისგან დაცლა მინდა, ქალბატონო. მე რომ არ მყავს ის პატარა შვილი მინდა, შემომხედე და დარდი დარდს დავატოლოთ... თითქოს ერთი ოცნება და სურვილები. გულში ვამბობთ, ძალზე ხშირად, _ არ დამტოვო! სამყაროზე მეტი ხარ და სულ ილევი, რადგან მხოლოდ ჩემი არ ხარ, ქალბატონო! მიყვარხარ და მჭირდები და ასეა სულ. ცაზე ასულს ამ ტკივილის გაძლება მსურს! ასეა, სუ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი