თან ისე ახლოს
* * * თან ისე ახლოს, თან ისე შორს ხარ, რომ ვეღარ ვუძლებ, მგონი ვიშლები, როცა არ ვიცი, წახვალ თუ მოხვალ და ისიც, უფრო რომლით მიშველი... მე ფიქრებს ვებრძვი, ფიქრი საშინელ და უსაშველოდ გრძელ გზას მაგონებს. მგზავრობის შემდეგ ვაწყობ დაშლილ მეს და ამ კაცს, ისევ შენთვის ვაგროვებ, რადგან გიყვარს და რადგან გჭირდება. და ეს ფიქრები, ამ დროს მაძლევენ ცხოვრების მიზეზს, მაგრამ ხიჭვებად მესობიან და გამომაძევეს, რეალობამ და მისმა ძმებმა და კიდევ ათასმა. თითქოს მსჯიან და მე კი ბავშვივით ვიდგე დაფასთან. მიშველე, ჩემო...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი