არ ვაღიარებ
* * * არ ვაღიარებ დროს და საათებს უარვყოფ, არ მსურს მათი დანახვა. ეჰ, მერამდენე ღამეს გავათევ, სადაც არა ხარ, სადაც არა ხარ. უშენობასაც არ ვაღიარებ, ორისთვის ვაწყობ ჩაის და ყავს. ვიცი, ძვირფასო, დავაგვიანე, მაგრამ მე მაინც იმედს დავყავარ. თებერვალია და ცივა უფრო, ვიდრე შარშან და ვიდრე შარშანწინ. მე გელოდები, გავისაუბროთ იმაზე, რაც ჩვენ იქ ვერ გადავწვით... ხომ დარჩა რაღაც, აენთოს იქნებ, სულ მცირედისაც კი ვარ თანახმა. კაცი, გიჟივით ხელებს რომ იქნევს, ის მე ვარ, შენ კი, არსად არა ხარ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი