ასე არავინ არ მყვარებია


ასე არავინ არ მყვარებია,
ეს უნდა მეგრძნო, ჩემო, ერთხელაც.
შენი ღიმილით ავყვავდები და
ამ სულს ტკივილი შემოეხევა.
ზღვა დარდები მაქვს დაბადებიდან,
ნაპირს მაგონებს შენი შეხება.
სხვისი თვალები დაბრმავდებიან,
რომ დაგინახონ, როგორც მე გხედავ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი