მოდი, დავუშვათ
მოდი, დავუშვათ, ყველაფერს ვმართავთ, რაც ხდება თავში და თავის ირგვლივ. მოდი, დავუშვათ, რომ ყველა კართან კაცი თავისი სურვილით მირბის. მოდი, დავუშვათ, რომ ღმერთიც არ გვყავს, გამოვიგონეთ, რადგან მარტივად გავრიდებოდით კითხვების ალყას, რომლებმაც თმენა არ გვაპატია. მოდი, დავუშვათ, უბრალოდ ვქრებით, როცა სიკვდილის შევაღებთ კარებს და არ არსებობს ზევით და ქვევით, ბოლოჯერ ვხედავთ ყველა ერთმანეთს. მოდი, დავუშვათ, კიდევ ბევრი რამ, ასეთები და უარესებიც. რადგან სიკვდილზე ისე მღერიან, დამნაშავე ხარ თუ არ ეცდები. სწორედ ამიტომ, დავუშვათ, მოდი, რომ ერთი შანსი გვეძლევა მხოლოდ და დავაფასოთ ის, რასაც ვთმობდით და ჩვენს თავს მეტი ღიმილი ვთხოვოთ. 2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი