როცა ყველაფერი კარგავს მნიშვნელობას
როცა ყველაფერი კარგავს მნიშვნელობას, უნდა მიშვილო და უნდა მიშველო და უნდა გამიცოცხლო, ღმერთო, ის შენობა, სადაც ჩავიკეტეთ მე და უშენობა. თორემ დამეკარგე, თორემ დავიცალე. ... კიდევ ცოტაც უნდა გავუძლო, კიდევ ცოტაც უნდა გავუძლო, კიდევ ცოტაც უნდა გავუძლო, სადაცაა უნდა მაუწყონ, სადაცაა უნდა მეშველოს, სადაცაა სულთა ეშელონს უნდა შევხვდე სადაც ცაა. სადაც სწამთ იმის, რაც ვერ გავიგე, რაც ვერ მოვირგე. სადაც არწივიც გზას ვერ გაიგნებს, არ შლის ორბი ფრთებს. 2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი