დიდი წითელი კაცი კითხულობს (უოლეს სტივენსი, თარგმანი ჩემი)


ისინი იყვნენ აჩრდილები წამოსული მიწისკენ, რომ 
მოესმინათ მისი ფრაზები, 
როცა ის იჯდა და კითხულობდა ხმამაღლა,
დიდი ლურჯი დაფიდან.
ისინი მოდიოდნენ ვარსკვლავთა ტყიდან რომლებიც მოელოდნენ უფრო მეტს.

ისინი მოდიოდნენ რომ მოესმინათ მისი წაკითხული სიცოცხლის პოემიდან,
ტაფებზე ღუმელთან, 
მაგიდაზე დაწყობილ ქვაბებზე, ტიტებზე მათ შორის.
ისინი იყვნენ რომლებიც ატირდებოდნენ 
შიშიველი ფეხებით რომ შეებიჯათ სინამდვილეში.  

რომლებიც იტირებდნენ და იქნებოდნენ ბედნიერი, 
გაითოშებოდნენ ყინვაში 
და დაგვრინვავდნენ რომ ისევ ეგრძნოთ, 
თითებით დავარცხნიდნენ ფოთლებს
და ყველაზე დახვეულ ეკალს, 
დაეუფლებოდნენ რაც უშნოა

და გაიცინებდნენ, როცა ის იჯდა და კითხულობდა 
დიდი მეწამული დაფიდან, 
ყოფნის კონტურებს და 
გამოსახვებს, მარცვლებს მისი წესის: 
პოიეზისი, პოიეზისი, პირდაპირი ნიშნები, წინასწარმეტყველური სტრიქონები,

რომლებიც იმ ყურებსა და იმ თხელ, დაცლილ გულებში,
იძენდა ფერს, იძენდა ფორმას და 
ზომებს საგნების როგორიც არიან
და გამოთქვამდა გრძნობას მათთვის, 
რაც ასე აკლდათ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი