ვეფხვი (უილიამ ბლეიკი, თარგმანი ჩემი)


ვეფხვო, ვეფხვო იწვი ცხარ,
ღამის ტყეებს როცა ხრავ;
რომელ უკვდავ ხელს ან თვალს, 
ძალს მოკრას მზარი სიმეტრია?

რა შორ სიღრმეს ან რა ცათ, 
ეწვათ ცეცხლი მაგ შენს თვალთ?
ან რა ფრთებით ცადოს მან?
ან რა ხელს ცხელს შესწვდეს ძალს?

ან რა მხარს, ხელოვნებას, 
ძალს მოქნას მყესი გულისა?
და როცა გულმა დაცხო მან, 
რამ შეზარა ხელფეხსა?

რა ჩაქუჩმა? ჯაჭვმა რამ, 
რა ღუმელში ტვინი შვა?
ან რა გრდემლს? და რა მზარ ქანჩს, 
ძალს ეგ მკვლელი შიში პყრას? 

რომ იწყეს ვარსკვალთ შუბთა ყრა, 
და მორწყეს ზეცა ცრემლითა, 
გაუღიმა ნაშრომს მან? 
და შეგქმნა შენც ვინც კრავი ჰქმნა?

ვეფხვო, ვეფხვო იწვი ცხარ,
ღამის ტყეებს როცა ხრავ;
რომელ უკვდავ ხელს ან თვალს, 
სურს მოკრას მზარი სიმეტრია?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი