ვირთხების ქალაქი
ჯერ კიდევ განთიადი იდგა, როდესაც მარსელის დროებითი დაკავების იზოლატორის კარს, რომელიც მწვანედ შეღებილი რკინისა და სანახევროდ ბრონირებული შუშისა იყო, ვიღაცამ ორჯერ მაგრად შემოარტყა ხელი და თითქმის ყვირილით მოაყოლა ორი გაუგებარი სიტყვა. დაახლოებით ერთი წუთი დამჭირდა, ალბათ, რომ გონს მოვსულიყავი, მეცნო ჩემთვის კარგად ნაცნობი ადგილი, გამეხსენებინა, თუ რატომ ვარ სადაც ვარ, და გამეაზრებინა ისიც, რომ „ადექი და გამოდიო“ — არაბი ოფიცრის სიტყვები, მე რომ გონებაში ახლა გადავთარგმნე — თურმე მე მე კუთვნოდა. „ამ დილაადრიან რამ გაგაგიჟათ?“ — ჩავიბურტყუნე ჩემთვის და მარჯვენა შიშველი ფეხით მექანიკურად ფეხსაცმელს დავუწყე ძებნა; ესეც მალე გავაცნობიერე. გამახსენდა რა საფრანგეთის პოლიციის" ნატიფი დამოკიდებულება სისუფთავესთან. " არა მგონია დედამიწის ზურგზე , სხვა რომელიმე ქვეყანა კედევ არსებობდეს, სადაც ე.წ. კპზ-ის კართან ტოვებ ფეხსაცმელს და საკანში ფეხშიშველი შედიხარ; -- ეს სისუფთავე ვირთხებზე გამოიყენოთ ჯობია-მეთქი, ვაგრძელებდი ბუზღუნს საკუთარ თავთან. საკანში ერათი ხელი. ჩასაცმელი ან სველი წერტილი რომ ყოფილიყო ალბად მოვემზადებოდი ეხლა კი უბრალოდ წამოვდექი გავიზმორე იქეთ - აქეთ მივეხედ მოვიხედე და ახლა კი მე დავაბრახუნე ბრონის შუშაზე ,რა თქმა მათზე ძლიერად . ბადრაგს გავძახე - „ჰა, მოდი, წავალ, თუ ეგრე გულით გინდა!“ — . — სამწუხაროდ, ჩემზე არ არის დამოკიდებული თორემ... — ჰა, არ გაიგონოს-მეთქი! — ვაწყვეტინებ სიტყვას ოფიცერს და უფროსის კაბინეტისაკენ მივანიშნებ თვალით .საქმე იმაშია რომ უფროსი ახალი დანიშნულია და ძალზედ ლიბერალურ მიდგომებისათვის საკუთარი თანამშრომლები დასცინიან, კულუარებში . ერთი სიტყვით ახალ უფროს ზედმეტ სინაზეში' სდებენ ბრალს" და მეც ამ სიტუაციის ცოდნას ვიყენებ . ეს ყველაფერი კი 2 საათი რომ მაყურყუტეს გუშინ სამორიგეოში სწორედ იქ მოვწვი და მივაყურადე . . . გახუმრებამ შედეგი გამოიღო ,ოფიცერს ეღიმება. — მოდი, უცებ ავიღებ მონაცემებს და გაგიშვებ. არ გაგვიტარებიხარ, — მეუბნება გამხიარულებული ოფიცერი და პატარა ოთახისკენ მიმითითებს. ოთახში ერთი მაგიდა იდგა კომპიუტერით და შესასვლელშივე — სასწორი, რომელიც ასევე არის საზომიც, მასზე უკან მიმაგრებული და ვერტიკალურად მოძრავი ბრტყელი ფიცრის დამსახურებით.; დაახლოებით ასეთები, ბათუმში 50 თეთრი ღირდა ხოლმე ტურისტებისთვის. მასზე პატარა ფიცრის ნაჭერი ზემოთ-ქვემოთ მოძრაობს და ბევრჯერ მინახავს ნაგლი ოფიცრები საქართველოში— ზედმეტად მაღლა სწევდნენ ხოლმე, რომ ზემოდან თავში დაცემოდა პატიმარს, ეს მათი პატარა და სადისტი ტვინებისათვის საკმარისი გასართობი იყო ერთი ორი წუთი ერთმანეთში რომ ეხითხითად თან ბოლოსდა ბოლოს ეს ხომ პატიმარია ღიად დამცირება იყო ამ გაგანია დემოკრატიანობანას თამაშისას. თუმცა ეს ყველაფერი იქ ჩვენთან აქ კი სადაც ახლა ვარ არავინ არაფერს არ თამაშობს ყველაფერზე რომ რატომღაც საქართველო რო, მახსენდება. , თორე , საზომის ეს ფანდიც მხოლოდ პატარა ტანის პატიმარზე მუშაობს; და ამ ოფიცერმა ძალიანაც რომ მოინდომოს, მეეჭვება საერთოდ გაზომვაც მოახერხოს ჩემი დახმარების გარეშე. ხო რახან ამდენჯერ ცვახენე ბარემ ისიც ვთქვათ რომ ეს ბადრაგი წარმოშობით არაბია . .უკვე მესამედ მაინც ვსტუმრობ მის საკანს. ამიტომ სამირი მეგობრად თუ არა, კარგ ნაცნობად ნამდვილად მთვლის. მახსოვს, ერთხელ სადღაც ლაროშის მეტროსთან შემხვდა და მომესალმა. თვალები ისე გაუბრწყინდა თითქოს ჩემი დანახვა. ძალიან გაეხარდაო. მაშინ ვიფიქრე კიდეც — საწყალი, ალბათ, ამ ცივ სამყაროში მეგობრების ნაკლებობას თუ განიცდის-მეთქი. ან ვინ იცის, ვინძლო ისიც ისეთი, ქვეყნიდანაა ქართველებივით — სულ სხვანაირად ახლო ურთიერთობა და მეგობრობა რომ იციან-მეთქი. ამიტომ მეც განსაკუთრებით თბილად მოვიკითხე. შემდეგ, მეტი პოზიტივისთვის, „ამ დღეებში შემოგივლით-მეთქი“ გავეხუმრე, და მანაც გულწრფელად გადაიხარხარა. პრინციპში არც სიტყვა გავტეხე და არც მას დავიწყებია ახლო ურთიერთობა ამიტომაც ეხლა საკმაო პრივილეგიებითაც ვსარგებლობ. არც ისაა გამორიცხული, რომ სწორედ მისი დამსახურება იყოს ჩემი ასე ნაადრევად გაშვება. არიქა- და ჩემი გულისთვის იარღს მიუგდებდა უფროს , შემდეგ ყველას გამოუცხადებდა როგორ გაბედეთ ჩემი ძმობილისთვის ხელის-ხლება და დაჭერაო, რა თქმა- უნდა ასეთ რამეს არ ვგულისხმობ , თუმცა გამორიცხული არაა ერთი-ორი სიტყვა შემაწიოს — მაგალითად: „ზედმეტი თავის ტკივილია მისი აქ ყოფნა, ვიცი ვინცაა, არც გავატაროთ და დილითვე გაუშვათ, სულ ერთია, ხომ იცით, მაინც არავინ აღძრავს საქმეს რამდენიმე ვისკის მოპარვისთვისო.“ დაახლოებით ასეთ ტექსტს ვგულისხმობ, რომელიც ურიგო დახმარება სულაც არაა — ბოლოს და ბოლოს, ყველაზე ცოტა 48 საათი შეუძლიათ გამაჩერონ ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ხოლო ორი დღე უსიგარეტოდ ჩემთვის სახუმარო თემა სულაც არ არის. — 1 მ და 85 სმ, 79 კგ, თვალები — ცისფერი ანუ ღია, თმა — ქერა ანუ ღია, — სწრაფად ვუყვები მონაცემებს მაგიდასთან მჯდომ, სამირთან შედარებით ფითქინა-კანიან ოფიცერს. — ჰო, წარმოშობა — კ ავკასიური. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ისევე როგორც შენ. ვამთავრებ მონოლოგს. ოფიცერი სწრაფად წერს და ვატყობ, რომ ესიამოვნა ჩემი ბოლო დასკვნა წარმოშობასთან დაკავშირებით. ვხედავ როგორ იფერებს, არაბი ოფიცერი იმას, რომ ასე ოსტატურად გადმოვიყვანე „თეთრთა " რასისტულ პალატაში“.. კარგად გამოვიდა ,რადგან ასეთი რამე აზრადაც არ მომსვლია. . .. . ამასობაში შემდეგი პროცედურები უფრო უცბად გავიარეთ, სწრაფად ჩამოვუთვალე მონაცემები მაგრამ სამირის გვერდზე მდგომი ოფიცერი ბოლოს რატომღაც კილოგრამში არ მენდო — მართალიცაა, ამხელა „ჯართი“ სასწორი აბა ტყუილად ხომ არ უდევთ . . ერთი სიტყვით, მაინც ამწონა —და მართალიც აღმოჩნდა ერთ კილოგრამში შევმცდარვარ. — გამხდარხარო, — წამეიაზვა და განაგრძო: — თმა გრძელი? — მეკითხები? — ვებნები მე ასევე იაზვურად. — არა, — მპასუხობს. — ცხვირი დამტვრეული? —მეკითხები? ისევ ვერთვები. — ჰო, — მეუბნება. — კი, ვერ ვსუნთქავ, — ვპასუხობ გულწრფელად და რატომღაც გულსაც გადაუშლი, რასაც სულ მალე-ვე ვინანებ კიდეც. — აგერ ოპერაციას მპირდებიან და... ვნახოთ. ოფიცერი ცინიკურად იღიმება. მე კი ჩემს თავზე ვბრაზდები, რომ ვიღაც პუსტა-პუსტა ძაღლს თავის დაცინვის საშვალება მივეცი. ფეხებზე არ კიდია ჩემი ცხვირის ფორმაც და სუნთქვაც! ეეჰ ამხელა გამოცდილება და ასეთი ამჩატება... ვუბრაზდები ჩემ თავს და უნებლიეთ ფანჯარაში ვიხედები. ფანჯრის მიღმა პირდაპირ კასტელანის მოედანს ვხედავ — უკვე გათენებულა, მზეც ამოსულა და ქალაქიც ამოძრავებულა ახლა ორი სიტყვით ქალაქზე და ჩემზე მოგახსენებთ. მარსელის დროით 7:30 საათია, 2024 წელი. ედმონდ დანტესის ქალაქში ვარ. „გრაფი მონტე-კრისტო“ მახსოვს, ჩემს მიერ წაკითხული პირველი წიგნი იყო — ვგულისხმობ ისეთ წიგნს, ძალზედ რომ აღგაფრთოვანებს. მახსოვს, როგორ სინანულით ვითვლიდი დარჩენილ ფურცლებს... ისე, მარსელში 2022-შიც ვიყავი ერთი თვით, და სწორედ იმ ერთთვიანი ვიზიტისას გასინჯულმა კოკაინმა და ჩემი ქურდული პრაქტიკის გაღრმავების დიდმა სურვილმა მაიძულა ის რომ,გამოვშვიდებოდი ოჯახს ამეღო პროცენტიანი ვალი და ისევ დანტესის ამ ულამაზეს ქალაქში დავბრუნებულიყავი. ვიცოდი, რომ ამჯერად ნამდვილად დედას მოუტყ -ავდი . ეს გამოთქმა საქართველოდან წამსვლელი ყველა მომპარავის უსაყვარლესი სიტყვებია რაც ადამიანურ ენაზე ნიშნავს რომ , ბევრ ფულს ვიშოვიდი. არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება, რომ რისიც გეშინია, სწორედ მასთან სიახლოვე დაგაძლევინებს შიშსო . ხოდა, ეს თუ მართალია, მაშინ გამიმართლა, რადგან ბავშვობიდან რატომღაც პანიკურად მეშინია მღრღნელების, ხოლო მარსელი, ორი სიტყვით რომ ვთქვათ, ვირთხების ქალაქია. სამწუხაროდ, ალექსანდრე დიუმას ამის შესახებ არ გაუფრთხილებივარ — ერთი სიტყვაც კი არ მიუძღვნია ქალაქის აშკარა უმრავლესობის წარმომადგენელთათვის. ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ ქართველ ემიგრანტებს ყველა ქვეყანაში ჩვენი პატარა საქართველო გვაქვს. დღევანდელი მდგომარეობით კი მარსელის „საქართველო“ სულაც არ არის მრავალფეროვანი. საფრანგეთის მთავრობის ემიგრანტთა მიმართ დამოკიდებულების მკაცრმა პოლიტიკან გამოიწვია სწორედ ქართველთა ერთფეროვნული ცხოვრების წესი .ვინაიდან და რადგანაც საფრანგეთში არალეგალურად მუშაობა პრაქტიკულად შეუძლებელია ამიტომაც აქ ქართველ ემიგრანტთა უმრავლესობა თავს მოპარვით ირჩენს. თუმცა ამის მიუხედავად ამ ადამიანთა ცხოვრების წესის გაკიცხვაზე ნამდბილად არ უნდა იჩქაროთ . მაგალითად სიტყვა მომპარავი მათი“ 95 პროცენტს არ შეესაბამება. ასევე არ არის შემთხვევითობა ის რომ აქ მოპარვას აბსოლუტური უმრავლესობა „მუშაობას“ ეძახის, მოსაპარად წასვლას კი — „სამუშაოდ წასვლას“. თითქოს ამ ფორმით უსვამენ ხაზს, თავიანთ გამოუვალ მდგომარეობას, ჩემი აზრით კი აბსოლიტურად მართალნი არიან ყოველ შემთხვევაში ეს ჩემი აზრია თქვენ კი მოგიწოდებთ ჯერ ნუ განკიცხავთ . ისევ ჩემი აზრით არც . მთავრობას და საეროდ არავის აქვს უფლება ადამიანს სიკვდილთან ბრძოლა აუკრძალოს . ვთქვათ და ხვალ რომ გამოვიდეს კანონი რომელიც ამ ხალხს პატიოსანი მუშაობის საშვალებას მისცემს დარწმუნებ7ლი ვარ 95 როცენტი და იქნებ მეტიც სიამოვნებით დაიწყებს შრომას . - ეს აფსოლიტური იმრავლესობა კი ტომელიც წეღან ვახსენე აქ ფულის სშოვნად ან მოპარული ფულით შვილების გასაზრდელად სულაც არ ჩამოსულა, დიახ ამ უმრავლესობის აფსოლიტური უ.რავლესოვა რომელიც სამკურნალოთ არის ჩამოსული და ამ ხალხის კიდე აფსოლიტურ უმრავლესობას უმძეს სენი ჭირს . საფრანგეთი სავსეა კიბოია ი ქართველებით . ეჰ ღმერთმა ნუ განახოთ და რახან განკიცვისაგან თავის შეკავებისაკენ მოგიწოდეთ ამის გაკეთებას თუ მაინც აპირებთ მაშინ წარმოგიდგენეთ როგორ უნდა უყვარდეს ადამიანს სიცოცხლე რომ პატაიოსანმა კაცმა -თუ ქალმა მოკლედ ,პატიოსანმა ადამიანმა რომელსაც ცხოვრებაში არაფერი მოუპარავს კიბოს დუმძიმესი დიაგნოზისა დატკივილების ფონზე დაიწყოს მოპარვა მხოლოდ იმისათვის რომ ვიდრე იმკურნალებს მშიერი არ მოკვდეს . თქვენი არ ვიცი და მე ხშირად შემშურვია ასეთი ადამიანის ვაჟკაცობისა . ეს ხალხი მთავრობისაგან სასიკვდილოთ . თუ მთავრობა ვახსენეთ, ბარემ გავგიჟდები და პირველად და უკანასკნელად ვახსენებ უხსენებლებს და პატარა ამბავს მოგიყვებით ამ ხალხის გაბრაზებისას.მოკლედ ერთ პატარა ეპიზოდს როგორც უკვე დავიფიცე პირველად და უკანასკნელად . იმას გიყვებით აგერ ექვსიოდე თვის წინ, რომ შეაფურთხა ბოლოს საქართველოს პრეზიდენტმა ამ საცოდავ ხალხს სახეში. მახსოვს მაშინ. ძალიან ბევრი ქართველი აევსო იმედით, როცა საფრანგეთის ტელევიზიამ გადმოსცა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი პარიზში. ზუსტად მაგ დროს ჩემ მეგობარ თეკლასთან მივედი საავადმყოფოში. თეკლა უსაყვარლესი ადამიანი იყო, ჩემი გაუთხოვარი, სიცოცხლით სავსე და ყოველთვის ენერგიული. თუმცა ერთი მინუსი კი ჰქონდა: თუ არ დაუღრიალებდი, არ გაჩუმდებოდა, პოლიტიკაზე საუბარით არასოდეს დაიღლებოდა . ყოველთვის ჰყავდა ამორჩეული ერთი ვიღაც, ვისზეც აგებდა იმედებსა და მომავალს, ამყარებდა . მე კი მეძახდა: აგერ ნახავ, შენ, ყველა ერთნაირი არ არისო. რა, განა მთავრობაში არ იყო დავით აღმაშენებელიო? კი, მაგრამ დავითს იქ მისასვლელად არ უჩალიჩია და ტრაკი არავისთვის მიუცია მეფე რომ გამხდარიყო მეთქი ვპასუხობდი მეც . ჩემი სისუსტე იცოდა ,ძალიან რომ მიყვარდა წმინდა მეფეები და ეგრევე დებატებში ახერხებდა ჩემ შეყვანას . მეფე რომ ყოფილიყო თქო ვეუბნებოდი მე .ის პირიქით, არც კი ჰკითხეს 16 წლის ბავშვს, ისე დაადგეს თავზე გვირგვინი, თქო. და ასეთები საათობით შეეძლო ამნაირ საკითხებზე კამათი ბოლოს ურწმუნო თომა ხარო მეტყოდა და ხელს ჩაიქნევდა ხოლმე. მოკლედ, გავიგე, რომ თეკლას წინა დღეს შეტევა ჰქონია და ძლივს გადაუტანია, საცოდავს თურმე. პალატაში რომ შევედი, იმდენი ქართველი იყო ერთად თავმოყრილი, ელდა მეცა, მაგრამ იმავე წამს საწოლზე წამომჯდარ თეკლას შევხედე, კარგად გამოიყურებოდა, თვალები გაბრწყინებული ჰქონდა და ცქმუტავდა, ისე პატარა ბავშვი რომ კამფეტის მოლოდინში აცქმუტდება ხოლმე. მივხვდი, ისიც რაღაცის მოლოდინში იყო. გადავკოცნე და „რა ხდება-მეთქი?“ დავაპირე მეკითხა, თუმცა ხალხს გადავხედე და ყველა რომ ზემოთ იყურებოდა, მეც ავიხედე. პალატაში ჩამოკიდებულ მინიატურულ ტელევიზორს უცქერდა ყველა. „კარგი, სუ, სუ, ბაკა, მიდი, იქ დაჯექი“, — მითხრა თეკლამ ჩურჩულით და მეც დავჯექი. ახლა იმის კითხვა დავაპირე: საქართველოს ნაკრები თამაშობს-მეთქი? თუმცა მეორე გვერდიდან ლადომ დამასწრო: — საფრანგეთის მთავრობაში სულ მაგის მეგობრები ყოფილან თურმე, -აქა ყოფილა დაბადებული და მა რა იქნება, ჯო! — უპასუხა ვიღაცამ. — ჰო-ჰო, თვითონაც ემიგრანტების ოჯახიდან ყოფილა, მაშაა, — თქვა მესამემ. — აპა, მაგაზე კარგად ვის ეცოდინება ჩვენი გასაჭირი, ხალხო, — დაასრულა თეკლამ. და მაშინვე წამოიწყო ისევ: — ეჰ, მე რა, მგონი უკვე კი აღარ მიშველის აღარაფერი, გავედი დამკაში, მაგრამ აგერ ახალგაზრდა ბავშვი მოიყვანეს სისხლის გათეთრებით, გუშინ ქუთაისელმა ცოლ-ქმარმა. — თეკლა 2 წამს ეტყობოდა, ლაპარაკიც უმძიმდა, საწყალს. — ისეთი პირი უჩანს, მგონი ვერ დააფინანსონო ბავშვი, ასე უთხრეს: ეს დაავადება განსაკუთრებით დიდ თანხებს მოითხოვს და დაფინანსებაზე ცალკე ეს შემთხვევა უნდა განიხილოს კომისიამო, თუმცა კომისიაც საერთოდ იშლება ქართველებისათვის, რადგან თქვენი ქვეყანა რაღაც ასოცირების შეთანხმებას აწერს ხელსო. — რას ამბობ ? — წამომაყვირა მე. — ხო, ბაკა, გუშინ ბავშვი კი არა, დედამისი კინაღამ ჩამაკვდა ხელში. ჯობია, ახლავე წაიყვანოთო, აქ ყოფნით მხოლოდ დროს დაკარგავთო. — სად უნდა წაიყვანონ? აქამდე მოსვლაზე ყველაფერი გაყიდეს უკვე. საქართველოში კი საერთოდ არ კეთდებაო ეს რაღაცა, ოპერაცია, პროცედურა თუ რაცაა, რაც ბავშვს ჭირდება, მოკლედ. — კი, მაგრამ მერე რა, ამ შეთანხმებას რომ აწერს ხელსო? — თან ეგ უკვე მოწერილია კაი ხანია, ახლა მეორე, დასასრულ ეტაპზე აწერენ, მგონი, რაღაცას. — ხო, სწორედ ეგ ცვლის ყველაფერსო. ამის შემდეგ საქართველო ღარიბ ქვეყნად აღარ ითვლება და დახმარებაც არ ეკუთვნისო. — ნუ გეშინია-მეთქი, აგე, დღევანდელზე უთხარი, ხვალ ისეთი ამბავია, ჩვენს პრეზიდენტს სულ პაჩოტებით ხვდებიან, თქო. პატარა ბავშვს რავა გაწირავენ შე ქალო, არც იფიქრო მაგითქო, — დავამშვიდე ვითომ, მარა თეკლამ ხელი ჩაიქნია. — ისე, უმეტესობა შენნაირი ურწმუნო თომაა, რომ იცოდე, მაინ, — გადმომწვდა მე. — ალბად ვერ მოვიდა, თორე გული აქანე აქ იმ ქალს, ახლა, — ჩაახველა თეკლამ. უკვე აღარ უნათებდა თეკლას თვალები. მივხვდი, ამ საუბარმა გახადა ცუდად და ხმა აღარ ამომიღია. მოკლედ, მალე დაიწყო პრესკონფერენცია, თუ რა ჯანდაბაც ერქვა. ქალბატონმა სალომემ პარიზში სიამაყით ილაპარაკა საქართველოს მიღწევებზე შემდეგ კი განაცხადა: ის ხალხი, რომელნიც ევროპაში და მათ შორის საფრანგეთში თავშესაფარის საძებნად არიან ჩამოსული, სინამდვილეში ყველა ქურდი და ყაჩაღია, რომლებიც ჩვენ მიერ სწორად დაგეგმილ პოლიციურ რეფორმებს გამოექცნენო. თორემ, საქართველოს მოქალაქეებს რა აქვთ სარბენი და საწოწიალო, ან ვინმეს სათხოვარი რა სჭირთ რამეო? აქეთ შევიფარებთ ყველას და გაუმართავთ ხელსო. საუბარი რომ დაასრულა, ეს ამდენი კაცი ისე ჩუმად გავიპარეთ, რომ სიტყვა არავის დაუძრავს. კალიდორის ბოლოში რომ გავედი, ექიმი შემომხვდა ვიღაც, ვთხოვე, აი, იქ, 27-ე პალატაში ადამიანს დახმარება ჭირდებათქო და ჯიბეში 20 ევროანი ჩაუკუჭე ექიმმა გაკვირვებული შემომხედა თან ევროს ატრიალებდა ხელში არაუშავს ჩაიდეთ ექიმო მე მდიდარი ქვეყნიდან ვარ თქო უთხარი და პირდაპირ სახლისაკენ წამოვედი. მოვდიოდი და ვფიქრობდი: ხედავ, უკვე გავმდიდრებულვართ თურმე ჩვენ, კი ისევ აქ ვაგდივართ სადღაც ღარიბ ქვეყანაში-მეთქი, ვეუბნებოდი ჩემ თავს. რაა ამაში გასაკვირიო, შემედავა საკუთარი თავი. მხოლოდ მილიონამდე ემიგრანტია საქართველოს გარეთ, ყველა ერთ კი არა, ორ ოჯახს მაინც არჩენს, ვინც მე ვიცი, და გამდიდრებოდნენ, აბა რას იზამდნენო. ან მთავრობას რა მართვა სჭირდება ქვეყანაში, სადაც კაციშვილი ხელს არ ანძრევსო? ადამიანი თვის დასაწყისში ხომ აიღებს ამ გამოგზავნილ ევროებს? ხომ უნდა გადაანაწილოს მერე ერთ თვეზე? ხოდა, მთავრობას კი ის დარჩენია, ბევრი ჯარიმა შემოიღოს, რომ ეს ბედნიერი ხალხი არ გაგიჟდეს სიხარულით და არ გადათელონ ერთმანეთი. რა ვიცი, რომელი პოლიტიკოსი მე ვარ, პრინციპში. მასე არც მკვლელი ხარო, ისევ შემეპასუხა მეორე მე. — არა ვარ, — უპასუხე სიამაყით, — არადა, რამდენჯერ შეიძლებოდა გავმხდარიყავი, იცი, შენ.. ეს. მასე არც ბავშვის მამა იყო მკვლელი. — არც იყო და არც იქნება, თავი დამანებე, — შევეცადე, ყველაფერი ამომეგდო თავიდან. მხოლოდ 3-იოდე წლის წინ. შემდეგ, რაღანაირად, ქვეცნობიერმა ამოატივტივა ეს დღე. მაშინ უკვე ლიონის ციხეში ვიჯექი და საცოდავი თეკლაც 2 წლის გარდაცვლილი იყო უკვე. ციხეში ერთი სტატია წავიკითხე. „გიჟების ქვეყანა“ ერქვა. ვიღაც არანორმალურზე, შვილის სიკვდილით გამწარებულ კაცზე იყო სტატია. ეს კაცი მთავრობის წინ დამდგარა, გულზე ბანერი ჩამოუკიდია, „თქვე ბავშვის მკვლელებოო“ და იდგა თურმე ასე. შეწუხებულა გამვლელ-გამომვლელი, რამდენჯერმე ძალით გაუგდია პოლიციას, რამდენჯერ დაუჯარიმებია, თუმცა ეს კაცი ხმასაც არ იღებდა თურმე, მხოლოდ არც ჯარიმა ანაღვლებდა, არც ქარი და არც წვიმა. ყოველთვის ახერხებდა დაბრუნებას და ისევ მთავრობის სასახლესთან დადგებოდა თურმე. ერთხელაც ყელში ამოსვლია ერთ პოლიციელს: „შენ კიდევ აქა ხარ, შე ძაღლის შვილოო“ და თავში გადაურტყამს ხელჯოხი. ამ გიჟს კიდე უცებ დანა ამოუღია და ადგილზე გაუთავებია ეს პოლიციელი. სტატიას „გიჟების ქვეყანა“ ერქვა. ხალხის გამოკითხვაც იყო იქ, რა თქმა უნდა, ყველა ერთხმად გმობდა ამ კაცის საქციელს. „საწყალი ბიჭიო“, — ყველა აღნიშნავდა, „სამშობლოს ემსახურებოდაო. შვილი ვის არ მოკვდერია, მაგრამ სხვის შვილების კვლა არ დაუწყიაო“. თანაც, როგორც ჟურნალისტს გაურკვევია, ჩვენ საერთოდ არაფერ შუაში ვყოფილვართ, ამ კაცს საზღვარგარეთ მოკვდერია შვილი თურმე. ასე, აი ასეა: ჯერ ჩვენ ექიმებს არ ვენდობით, სხვაგან გავრბივართ, მერე კი აქეთ ვაბრალებთ ისევ ბედკრულ საქართველოს და მის საუკეთესო შვილებსაც ვხოცავთო, — ამთავრებდა სტატიის ავტორი. ღმერთმა გვაშოროს მაგათი სამართალი ჩვენ კი ისევ ჩვენ ფრანგულ საქართველოს დაუბრუნდეთ . ეხლა ალბად ბევრი იფიქრებთ : თუ ასეა, რა ჯანდაბად ჩადიან მაშინ ამ საფრანგეთში და არა, მაგალითად, საბერძნეთში ან სხვა რომელიმე ქვეყანაში, სადაც შესაძლებელია არალეგალურად პატიოსნად მუშაობა? საქმე იმაშია, რომ საფრანგეთს ძალიან კარგი ჯანდაცვა აქვს. აქ ყველაზე იოლია, გიმკურნალონ უფასოდ და ხარისხიანად — ყოველ შემთხვევაში, მანამ, სანამ სული ამოგხდება და კიბო მეოთხე სტადიაში გადაუვა თქვენს მტერს. ასეთი დასასრული კი, მაგალითად, საბერძნეთში გარდაუვალია — იქ მუშაობის დაწყება ადვილია, მკურნალობა კი — შეუძლებელი. საერთოდ, საფრანგეთში სხვა ყველაფერი რთული გასაკეთებელია — აქ ყველას ყველაფერზე უნდა უნდა ეხვეწო. უნდა ეხვეწო, რომ გააკეთოს საქმე, რომელიც ისედაც ევალება; უნდა ეხვეწო ფოსტის ოპერატორს გაგიგზავნოს წერილი, უნდა ეხვეწო მიმტანს მოგაქციოს ყურადღება ,თუმცა ეს უკქნასკნელი მოვლენა უნივერსალურია . მოკლედ მიმიხვდით ალბად. . , ე.წ. ძირძველ ფრანგს თუ ვკითხავთ ისინი პრინციპში ჩვენი მამა პაპასავით თავის დროზე დაიწუწუნებენ .ეჰ ეგ ეგრე არასოდეს ყოფილაო ეგყველაფერი არაბ ემიგრანტთა უმრავლესობაში ოსვლამ განაპირობაო. მართალი გითხრათ ამ საკითხს არ ჩაუღრმავდები და არც ვინმეს განვიკიცხავ თუმცა მუსლიმანთა შუადღის ლოცვის დრო რომ ყველა მარსელელმა იცის. ესეც ფაქტია რადგან ამ დროს ქალაქი სრულიად პარალიზებულია და შიდა ტრანსპორტიდან მხოლოდ მეტრო მუშაობს . მხოლოდ ისიც უნდა აღინიშნოს რატომღაც ეს სიტუაცვაზე ჯანდაცვას არ ეხება . როდესაც ქართველს ეს უბედური დაავადება აწუხებს საკმარისია ჩამოსვლის თანავე საწრაფო გამოიძახოს ნებისმიერი ჩივილით . სასწრაფო მას აუცილებლად გადაიყვანს საავადმყოფოში. იქ კი ვინაიდან 0აციენტის ავადმყოფობის კარტა არ მოეპოვებათ გაუკეთებენ ყველანაირ გამოკვლევას, შემდეგ კი დაუძახებენ ფსიქოლოგს, რათა ფრთხილად ფსიქოლოგთან თანდასწრებით ასე ვთქვათ შეაპარონ ის ინფორმაცია, რაც აბსოლუტურმა უმრავლესობამ ისედაც იცის: „ რომ თქვენ მტერს აქვს სიმსივნე“. აქ ცოტა უნდა ითამაშო — თითქოს ახლა, ამ წამს გაიგე; უნდა შეიცხადო, თუმცა არა მგონია, ეს ვინმეს გაუჭირდეს. ასეთი ინფორმაციაა მერწმუნეთ, მეათასედაც რომ უთხრათ ადამიანს არ არსებობს სახე გაგებედროს და ისე მოიქცეს რომ ექიმებმა ეჭვი შეიტანონ . . ცოტა ცრემლი მაინც ყველას მოსდის თვალში. თუმცა მახსენდება ძალიან საინტერესოდ უხსნიდა ამ ყველაფერს ჩემი ქუთაისელი ნაცნობი მასთან საქართველოდან ჩამოსულ ნათესავს რომელიც ისედაც ნერვიულებისაგან კანკალებდა . — ეხა იცოდე, ოღონდ, რომ მიხვალ იქანე და გეტყვიან „კიბო გაქვსო“, არ დაიწყო ჯღანვა, იცოდე. 5 ვითომ პირველად გაიგე და ვაფშე უკეთესია: „ვაიმე, ეს რაი მითხარითო“ — თუ გააფიჩინებ ფეხებს. გეიგე, სიმონ ? უხსნიდა დიმა ისედაც დარდით განადგურებულ თბილისელ შორეულ ნათესავს, რომელიც სამკურნალოდ ჩამოვიდა მარსელში. ახლა კი ჩვენ ადრინდელ თემას დავუბრუნდეთ. მოკლედ, ასეა თუ ისე — რადგან მოპარვა მაინც კრიმინალია და, რაც არ უნდა დაარქვა, მაინც პატიოსნებად ვერ გაასაღებ — ქალაქში რამდენიმე „ჩესტით კაი ბიჭი“ მაინც არის. თუმცა მათი „კაი ბიჭობა“ უფრო იმითაა გამყარებული, რომ წამოსვლამდე საქართველოში არსად უმუშავიათ; აქ კი ისედაც არავინ მუშაობს და ბარემ უპირატესობად გამოიყენეს. „კაი ვარო“, იძახიან, თორემ იმათ ქურდულთან საერთო არაფერი აქვთ. ძირითადად კიბოიან კოკაინშიკებს ჩაგრავენ და ამით სახელს გვიტეხავენ — როგორც ნამდვილ კარგებს, ასევე მთლიანად ქურდულს. რა თქმა უნდა, მათ პატივს არავინ სცემს; ის კი არა, ყველას ეზიზღება და, როგორც შეუძლია, თავს არიდებს. ასეთებს საბერძნეთში „შაბათ-კვირის ძველ ბიჭებს“ ვეძახოდით, რადგან პარასკევის ჩათვლით მუშაობდნენ, შაბათ-კვირას კი გარეთ გამოდიოდნენ, აბირჟავებდნენ ბირჟაობისას კიდევ ქურდული გაახსენდებოდათ ხოლმე. მართლა „კაი ბიჭებს“ რაც შეეხება — იმათ ასე ქალაქში იშვიათად შეხვდებით. ისინი „კანონიერ ქურდებთან“ ახლოს ცხოვრობენ და მათ პოლიციაც კი სხვა ებრძვით ორგანიზებული დანაშაული. აქაური ქართველობა რამდენიმე კატეგორიად იყოფა. ყველაზე დაბალ ფენას კოკაინშიკები წარმოადგენენ. მათი ნადავლი ძირითადად შოკოლადი, აფთიაქის „იღლიატორები“ და ასეთი წვრილმანი რამეებია. ასეთი წვრილმანის მოპარვას თავისი უპირატესობები აქვს — მათი დაკავებისას პოლიცია ძირითადად ადგილზე კომპენსაციით შემოიფარგლება: უბრალოდ წაართმევენ ნაქურდალს, შეიძლება ცოტა წამოარტყან კიდეც და გაუშვებენ. რაც მისწრებაა კოკაინშიკებისთვის, რადგან ლომკები არ დაეწყებათ კპზ-ზე. მათი საქმიანობა დოზიდან დოზამდე მოპარვაა. მეორე ფენას ბოთლავშიკები წარმოადგენენ, რომლის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი მეც გახლდით. ჩვენ მხოლოდ ძვირად ღირებულ სასმელს ვიპარავთ, რაც ადვილი საქმე სულაც არ გახლავთ — საჭიროა მრავალი რამ: აღჭურვილობა, მართვის მოწმობა, მანქანა და, რაღა თქმა უნდა, იშვიათი ნიჭი. მაგალითად, პირადად ჩემ წარმატებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებდა. ერთი ის, რომ ოთხ ენაზე ვსაუბრობ და ადვილად ვთამაშობ ინგლისელი ან ბერძენი ტურისტის როლს. ასევე აუცილებელია შესაბამისი ჩაცმულობა და, რაღა თქმა უნდა, შარმი. ეს ჩემი საქე გახდა რადგან ყველაზე ახლოს დგას ჩემ ნამდვილ პროფესიასთან ჯიბგირობასთან — . ასევე აუცილებელია მანქანის ქონა, რადგან ჩვენ, სადაც ვცხოვრობთ, იმ ქალაქში არასოდეს ვმუშაობთ. ამიტომაც ჩემი პროფესიის ხალხს სიამაყით უწოდებენ „გზის რაინდებს“. სინამდვილეში კი ასე, რა თქმა უნდა, მხოლოდ მე ვუწოდებ მას — მას შემდეგ, რაც ჩემი საყვარელი ამერიკული შოუ „ზებუნებრივი“ აღმოვაჩინე. ხოდა, მეც დინ ვინჩესტერივით ქალაქიდან ქალაქში, მოტელიდან მოტელში დავდიოდი და მასავით არ ვიცოდი, რას მიმზადებდა ბედის ჩარხი. პირადად ჩემი მუშაობის სტილი ასეთია: მოვიმზადებ ყველაფერს და წავალ. მაგალითად, შაბათიდან ოთხშაბათის ჩათვლით ნიცას მხარეს „ვბომბავ“. ნიცა ჩემთვის განსაკუთრებული მხარეა, რადგან ძალიან მიყვარს. უფრო იმ პარარა სოფლებზე ვგიჟდები , რომლებიც გარს არტყია ქალაქს — ეგ ე.წ. მილიონერების დასახლებები, რომლებიც ძალიან კომფორტულია ჩემი საქმიანობისთვის. ოთხშაბათს ჩამოვდივარ, საქონელს ჩავაბარებ და წესით, მეორე დღესვე უკვე სხვა მხარეს, მაგალითად, შვეიცარიის საზღვრისკენ მივდიოდი ხოლმე. მაგრამ ამ ბოლოს კოკაინმა გამიტაცა ნამეტანი და საქონლის ჩაბარებიდან ფულის გამოლევამდე ძირითადად კაიფში ვიყავი ხოლმე. დიახაც, ვიყავი — წარსულ დროში ვამბობ, რადგან ორი თვეა ყველაფერს შევეშვი, „სტოპი“ დავწერე და წასასვლელად ვემზადები. ეს გადაწყვეტილება კოკაინშიკებზე დაკვირვებით მივიღე — მივხვდი ⁰, რომ მეც აუცილებლად იგივე ბედი მელოდა და ნამდვილად არ მსურს ნომრიან გიჟად საქართველოში დაბრუნება .ამ ქვეყანაზე ღმერთს ისედაც ბევრი საიდუმლო და დაფარული მოუწყვია ადამინისთვის და აქაც გაგიჟება ყველაზე დიდი უბედურებაა მე მგონი. ამასობაში თემას ცოტა დავშორდი და ბარემ გეტყვით, რომ ზედა, მესამე ფენა ორგანიზებულ დანაშაულს ეკუთვნის, რაც წეღან გაკვრით ვახსენე კიდეც. საერთოდ, სიმართლე რომ ვთქვათ, სტატუსით ჩემი ადგილიც იქ არის, მაგრამ სტატუსით და არა პროფესიით — ეს კი სულ სხვადასხვა რამეა. საერთოდ, ადგილზე გაჩერება დიდხანს არსად შეიძლება ჩემი პროფესიის კაცისთვის. ჩემი საქმე ხომ ყველაზე წმინდა ქურდული საქმის — ჯიბგირობის — პირდაპირი შთამომავალი და გამგრძელებელია. როგორც ვთქვი, აგერ უკვე ორი თვეა, ჩემი ცხოვრების გადაფასება დავიწყე. „სტოპი დავწერე-მეთქი“, აღვნიშნე კიდეც.„სტოპი“ — ეს სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც ემიგრირებულ მოსახლეობას უკან, სამშობლოში დაბრუნებაში ეხმარება. მისი უპირატესობა ისაა, რომ გაძლევენ თავშესაფარს, დღეში 8 ევროს, გყიდულობენ..თვითფრინავის ბილეთებს და აიდაა. სწორედ ამ პროცედურებში გახლავართ ახლა... აქეთ კი როგორც იქნა, ეს პროცედურები დაამთავრა ოფიცერმა და კალიდორისაკე. გამატარა . შემოსასვლელში გავდივარ, ბრონის გასასვლელში ბრონის მინაზე ვაკაკუნებ და პოლიციელს თითით გასასვლელ კარზე ვმიუთითებ — დზზზ... ისმის ხმა და კარიც იღება. გარეთ გამოვდივარ.ჯიბეებს ვიჩხრეკ, ვიღებ სიგარეტს და ერთი წუთით ადგილზე ვშეშდები — აი ისიც, ყველაზე სასიამოვნო ნაფასი, რასაც ორი დღე ვნატრობდი. რაც შეიძლება ღრმად ვავსებ ფილტვებს თამბაქოს კვამლით და ირგვლივ ვიხედები. . . ბოროტა ლევანა მოჩანჩალებს თავისი საყვარელი თურთით. მის საყვარელ კოკაინშიკ ნიას კი თავისი პატარა მოჰყვება — 12 ან 13 წლის საყვარელი გოგონა. უკვე საკმაოდ დიდია ბავშვი იმისთვის, რომ იდიოტმა დედამისმა ამ არაკაცთან ერთ სახლში აცხოვროს-მეთქი, ვფიქრობ და გზაზე გადავდივარ.არ ვიცი, ეს ნია როგორ მივიდა ამ დონემდე, თუმცა იმის შემდეგ, რაც ქმარი გააგდო საქართველოში, ქმრის ძმაკაცმა — ბოროტმა ლევანამ — აიღო მასზე ზრუნვის ვალდებულება და იმდენად „ბეჯითად“ ზრუნავდა, რომ გოგოს მხოლოდ სრთადერთი საზრუნავი აქვს კოკაინი და მის გარდა სხვა საფიქრალი აღარ გააჩნია — ეს ნაგავი 100 პროცენტით ამონებს ადამიანს . ლევანასთვის, გარდა იმისა, რომ ნია საკმაოდ მიმზიდველია, იმაშიც სასარგებლოა , რომ მისგან განსხვავებით ნიას მოპარვა უადვილდება, რადგან მასზე არავინ ფიქრობს სუპერში, რომ მოსაპარადაა შემოსული. ნია, როგორც უკვე აღვნიშნე, საკმაოდ მიმზიდველი და ლამაზი გოგო იყო, თუმცა ნელ-ნელა ეტყობა, რომ თავს აღარ უვლის. დარწმუნებული ვარ, უკვე იმ მცირედსაც — თუნდაც უბრალო თმის დავარცხნასაც — მხოლოდ იმისთვის აკეთებს, რომ სუპერის დაცვას თვალში არ მოხვდეს და კოკაინის საყიდელი შემოსავალი არ დაკარგოს. სხვა გრძნობები ხომ უბრალოდ აღარ გააჩნია. ამასობაში კი ზუსტად ჩემ წინ 66 ნომერი ავტობუსიც ჩერდება და მეც სწრაფად ავდივარ, იმით კმაყოფილი, რომ მათთან შეხვედრა არ მომიწია. ისე ახალი ჩამოსული რომ . ნიამ მეც დამიწყო ჩალიჩი, თუმცა კარგად ვიცოდი, რომ ეს ჩემი ცისფერი თვალებისა და განუმეორებელი მამაკაცური შარმის გამო არ ყოფილა, მას ჩემზე მეტად ჩემი მანქანა, კრიმინალური სტატუსი და ბოთლავშიკობა უფრო იზიდავდა. ამიტომ ახლოს არ გავიკარე. ,საერთოდ კი უფრო სწორი რომ ვიყო ეს მიზეზები ცოტა აღმოჩნდებოდა მთავარი მიზეზი რომ არ ყოფილიყო მისი 13 წლის გოგო . ნიასთან კავშირს თავისთავად მოყვებოდა ბავშვიც . აი, ეს კიდევ ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა და ვერ გავბედე ამასობაში ავტობუსი მეტროსთან ჩერდება და ჩამოვდივარ. ახლა უკვე მეტროთი უნდა განვაგრძო გზა და შემდეგ ე.წ. შიდა ბუსით, რომლებიც უბნებში მოკლე მანძილებზე დადიან. ჰო, ჩემი თავშესაფარი მე 14 უბანში ანუ ლაროშზე მდებარეობს
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი