შენი
ვისაც მოხიბლავს არ მოხიბლავს ხიბლში არა თქვას გავლენა ყველა მოვლენილის როდი მაქვს განა. შენგან უნებურ რუტინულ წრეს ვერ ვცდები და მკრავს სიყვარულის ღმერთს ინდუიზმში რქმევია კამა გაივლის წლები დაბრუნდება ხილვა უნისლო ვინ თქვა რომ შენზე ქვეყანაზე არის უბიწო თანდათან ისევ აღმოვაჩენ როგორ ვიცხოვრო მივხვდები მარდად სიყვარული როგორ ვითხოვო მუზებიც წავლენ მოსვენება რომ დამავიწყეს ქარით და ყინვით სიხარული რომ მომანიჭეს ის ემოცია გრძნობა განცდა რაც შენთვის მქონდა ფორმაცვლილებით მის ქონასაც ვისწავლი ალბათ ვეცდები სადმე ცარიელ ყუთს მოვძებნი უტეხს ისედაც გიჟი შევეჩვევი ჟამთა სვლას მუდრეგს. ალბათ ასეა გიყვარდება როდესაც წრფელად სათქმელს ვერ ამბობ ემოციის ვარდები მძევლად. უთქმელ სიტყვებზე დაწერილი უკვდავი გრძნობა ჩვენთან ოცნებებს როგორც უწინ მოჰყვება ბოდვა, ჭმუნვა გულისა სინანული უდროოს სევდით. როდესაც ბავშვურ მხიარული იყავი გვერდით, მე მხოლოდ ცქერა და მოსმენა მყოფნიდა შენი. ირევა დრო და წამს მოყვება საათი წამი, შენ კვლავ იისფერ ნაზი თბილი ფარფატა დარჩი, ოცნება შენზე აფეთქებას იწვევდა მზისას სხივში კარგავდა ნამსხვრევთა მტვერს ჩემი სულისას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი