ის პოეტი


იჯდა მოხუცი შეჰყურებდა სანახაობას გამჭოლი მზერით, მასში მიწიერს ვერ იგრძნობდით არარაობას დიდიხნის ცქერით, ქროდნენ ქარები წვიმდა უსიტყვოდ ის ამქარები აღარ ამქრობდნენ იყო ნათელი სიბნელით მთვრალი იყვნენ ვარდები ბასრი ეკლებით 

დრო სასწაული დღე სასწაული
ჰქროდნენ აქრობდნენ უნიათობას როგორც იმ მოხუცს შეეძლო უწინ მზერით ქარიშხლის დატრიალება

ნაოჭებს რკალად ლოყებს გარდმოგარდ დაუმჩნევიათ მისი ბავშვობა ცელქი და ლაღი
როგორც ამბობდა

შემდეგ ახალი ნაოჭი მოჰყვა წარბებს შუაში სვეტებად მდგარი ფიქრობდა იგი დარდებით მთვრალი
 
როგორ დარჩება მის შემდეგ დრონი როგორ განდგება სამყარო მისგან ან ვის რა არგო ან ვის რა მისცა?

მაგრამ მოხუცი იყო პოეტი ღმერთმა არგუნა ბგერა და რითმა, სულით ნაქსოვი ბგერათა რითმა დაუფიქრებლად ისიც სხვას მისცა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი