მოხდეს რაც არ უნდა
მე კიდევ დავწერ შენზე, ლოყებზე ალუბლის ფერზე, თვალებზე კაშკაშა მზეზე, სუნთქვაზე სიოზე ნელზე, მიყვარხარ ძლიერად სხვებზე, სულის წიაღზე მწველზე შენს მიერ გაშლილ ფრთებზე გულით გატარებ დღემდე, ვიტოვებ ჩემთვის სიყვარულს ძლიერს სხვებზე. გავივლი კიდევ რამდენს მე, შენამდეც მოვალ, მოვალ.. დამჭირდეს სვლა თუნდაც კლდეზე, მომეცი მწვანე შუქი მითხარი კარგიც, ცუდიც, რომ გამეორდეს ისევ ეს სიყვარული განმადიდებლად, შეგიყვარებდი ისევ 1 წამში დაუფიქრებლად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი