ნინიას
მე შენ მიყვარდი მე შენ მიყვარხარ მზის გაჩენამდე, გათენებამდის მე შენ მიყვარხარ და მეყვარები გათენებიდან დაღამებამდის დრო მალე გადის ხანაც არ გადის გათენებიდან დაღამებამდის ჯერ მანუგეშებს მერე უარ-მყოფს წუთს წამი გასდის მე ცრემლი დამდის შენს სახეს ვნატრობ ხილვის წამიდან დრო იყო ლაღი გათენებამდის აბსურდი არა უფრო რომანი სანთელს წააგავს გათენებამდის წვეთი სხეულად რომ იღვენთება დღეთა მიწურულს, გათენებამდის დროს ვადა გასდის შენ ჩემში დადის გათენებამდის ნათლის მოსვლამდის უფრო მიყვარხარ ხშირადაც გნატრობ უფრო ძლიერი არის ზმანება, მტკიცედ ხარ ჩემში ფესვებ გადგმული ნათელო ჩემო მზის ნეტარებავ გალაკტიონის დარდივით მეწვა წამიც და წუთის დროს ვადა გასდის გნატრობ ძლიერად მიყვარს ძლიერად ღიმილი შენი ჩვილივით ნაზი გნატტობ და ნატვრა მეხამუშება მეპირქუშება წამიც და წუთიც ასეთი არის ჩვენი მსგავსება ერთნაირ სულში ერთნაირი მზის მოთავსება წვა სიკაშკაშეს იწვევდეს უნდა და არა ფერფლად ქცევას და ფანტვას მიყვარხარ ძლიერ დაღამებამდის ვიფიქრებ, ვიწვი და ღამე გადის. მიყვარხარ! ძლიერ! და მეყვარები! გათენებამდის! ეს ღამეც გადის!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი