თამაში
ვხმაურობ, თუმცა ვისმეს თუ ესმის? ამოქოლილი დარაბნი სულის არ ატარებენ ღვთაებრივ ჰანგებს ვხმაურობ რადგან სიჩუმე მართმევს თავისუფლების დაუშრეტ განცდებს, სიყვარულს ვმღერი ვარსკვლავებს ვაფრქვევ აწმყო კი უტყვად დამიგებს მახეს. ვხმაურობ გიტარის სიმებს რომ ვარხევ სიმღერას კვნესის დაღლილი სახე. ხმაურს ვბეზრდები სიჩუმეს ვარჩევ, გადაიშლება ვერხვები ცაზე გადამწვანდება ხრიოკი ხრეში როგორ აღმოჩნდი ამ სამოთხეში ვდუმვარ ჩამესმის წყაროს წკარუნი შენთან მომინდა რინა რანუნი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი