ნოემბრის მზე
ზუსტად ერთი წლის წინ სადღაც მინაწერი ვიპოვე, სად რა მაქვს მიწერილ-მიჩხაპნილი კაცმა არ იცის..:) იყოს აქაც..:) ნოემბრის მზე კოჟრიან ტერფებზე ისწორებ ქალამნებს, ცა ყველა ცისფერზე ცისფერი ფერია, არც როდის არაზე, არავის არაფერს არ ეტყვი,გზის პირზე ვარდიც ხომ ბევრია. დაბებკილ ტერფებზე ისწორებ ქალამნებს, ბეჭებზეც ნაწვიმი მოგაცვეს ტყაპუჭი, ალალ ,შენ ,ამდენი...შენ ,ცაო,ალალ მეც ამდენი ზურმუხტისფერები ნაჩუქნი. ნოემბრის მზე კი ათბუნებს ძარღვებს, რომ კალაპოტში სისხლმა იდინოს, მერე დილიდან მოჰყვება ზღაპრებს და ოქროსფერა იწი-ბიწილოს მიაბნევს ცალ-ცალ ნაშემოდგომარ, გადაყვითლებულ ფოთლებს თილისმად, რომ სულ ახსოვდეთ,არ დაავიწყდეთ გამოფხიზლება ზამთრის ძილიდან! რომ მადლობა ღმერთს,არ ვიცით დღეს-ხვალ რა იქნება...რად ცისმარე დილით, აყვირყაყანდა ტკივილი ბევრხმად ჯოხით დაფრენილ ჭილყვავებივით! და ფრი!.. და სადღაც ფრენენ უთუოდ, სადაც თვალ-ყური სწვდებათ არსიდან, ჰა!.. გამოდღევდნენ ნელ-ფრთხილად მზეზე, პეპლებიც ათას სამალავიდან! ნოემბრის მზე კი ათბუნებს ძარღვებს, რომ კალაპოტში სისხლმა ირბინოს, მერე დილიდან მოჰყვება ზღაპრებს და ოქროსფერა იწი-ბიწილოს!.. ივლიტა გოლეთიანი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი