ლოცვა


ლოცვა

   იყავი ჩემთან!
როცა ვიგრძნო ლოდები მხრებზე!
ან როცა ვიგრძნო
სულერთობა ყველა საზიდრის !
შენ თუ აქა ხარ
ვერრა მებრძვის! ვერარა შეძლებს!
ვარ უსასრულო 
და უკვდავი, ზენა ქარივით!
შემომინახე,
ეს მარცვლები ლოცვის ნასუფრლად,
რომ დამაპურო,
როცა დიდი მორჩეს ზეობა,
შემომინახე!
დამჭირდება დრო თუ გაცუდდა,
ოდესმე თრთოლვით 
ავიწებებ თითზე კანტ-კუნტად!
იყავი ჩემთან!
როგორც მაშინ,როცა პირველად
დამტოვა დედამ 
ჩემს ამარა! ვიყავი მარტო!
როცა მიჯნური,
უღალატო, ზმანებდეს უცხოს!
როცა შემზაროს
ამ ზმანების დამნახავს, თუ რომ!
იყავი ჩემთან!
თუ მეგობარს, თანშეზრდილს,სათნოს,
ჩემი სუყველა გასაღების
აცმით მარჯვენზე,
ვატყვე ზრდილობა 
დარცხვენილი, ოდენ და მარტოდ!
ხვამლის მწვერვალებს,
ნამეხარებს,აუვალ მოძმედ!
შემომენახე !
იმ წამისთვის, როდესაც პირმშო,
მოქიშპესავით 
უცხო გზებზე გამემიჯნება,
ნაქურდალივით 
გადავსებულ სკივრებში მისით,
ზანზალაკების 
მოფერება, რომ დამჭირდება!..
იყავი ჩემთან!
როცა ვიგრძნო ლოდები მხრებზე!
ან როცა ვიგრძნო 
სულერთობა ყველა საზიდრის!
შენ თუ აქა ხარ 
ვერრა მებრძვის !ვერარა შეძლებს!
ვარ უსასრულო 
და უკვდავი ზენა ქარივით! 

                      
                      ივლიტა იკა გოლეთიანი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი