შემოდგომისას
იალკიალი ღრუბლების
უკვე მერამდენჯერებად
მოდის და მოაფრიალებს
თეთრი დროშებით თენებას.
გაყინულ ლეშხებს ფოთლებზე
ფთილ-ფთილ თეთრები დასცვივდა,
რა დროს რამეზე ფიქრი და
რა დროს რამეზე დარდია,
ბუჩქიდან თოთო ბუძგები
ბობღვა-ბაკუნით გამოძვრნენ,
ალბათ სიყვითლის ფოთლებში
საზამთროდ ვაშლებს ახმობდნენ.
სად რა დაურჩათ ნეტავი,
სად რა ნეტავი დამირჩა?!
დაჩირებული დღეები
საიანვრებოდ დაქუჩდა.
“დარამ, დარირამ “— მე მაინც
მივალ მისასვლელ ნაპირსო,
“დარამ დარირამ “ — და მაინც
სიმღერას საჩემთავისოს
იმღერებს გზად იმ ნაპირზე
ქარ-სიო. ცაც ღამნაჩვევი ,
გადამზისფრდება ქარვისფრად
როცა ინებებს გამჩენი !
მზე-ხვატ ნასვამი თუნგები
რომ მორჩებიან მუსაიფს,
ღვინისფრად დაათენდება
როცა დილისკენ მუყაითს,
ჰეი, თეთრწვერფერ ნისლებო,
დაბლა ჩამოხველთ სტუმრადო,
უნდა ცა- მიწა შეჰყაროთ
აღარ იარონ უბრადო?!
იალკიალი ღრუბლების,
უკვე მერამდენჯერებად,
მოდის და მოაფრიალებს
თეთრი დროშებით თენებას!
ივლიტა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი