მთის კაცს


“მთის კაცს”  - რომელსაც ადამიანები და      სოცოცხლე უყვარდა

***
შემოეგებეთ მდინარეებო,
ჭირისუფალი მოდის!.. 
დაჰყევით  დაბლა,
არწიეთ ტალღებზე,
ანანავეთ როგორც მაშინ,
ორმოცდაათ გაზაფხულს წინათ
დედის თბილ  ხელზე 
არ უწყოდა ამ დღის შესახებ, 
მზებადრი სახით შეჰნათოდა 
მკლავიდან იმ ცას 
რომელიც ახლა ჩამოექცა,
როგორც თივთიკით ნაშენი ჭერი 
და 
ფეხქვეშ ვეღარც მიწას დასდგამს,
წყალზე წევს სევდით..
 
ნადაღარ სახით
უმწეო  ნაპირს
ავედრებს ქარპირს.
 
თვალხუჭვით ხედავს ახლა ამ მთას,
ყვირის სიჩუმით !
მისი ბაგენი  დაგმანულან   კარიბჭის მსგავსად 
არ არის არსად  ,არ არის არსად 
და არის ყველგან ამასთანავე,
ჰო... ანანავეთ…

არ უნდა ნუგეში,უნდა გლოვა
ვინც ვეღარ მოვა,ვინც ვეღარ მოვა!

არწიეთ მკლავზე,უსალბუნეთ მტკივანი თავი,
უძლური მკლავი რომ ვერ უსმევს ,
რომ ვერ შვება განაპირებას
ნამტირალ შვილთან, მის გამზრდელ   დასთან,
ძმა-სიცოცხლეს  ევედრება  გადაბირებას. 
სტკივა იქნება! სტკივა იქნება…

ატარეთ ფრთხილად,
სანამ გრძელი  თმებივით ახვევთ 
ლამინარიებს ტანზე ,
ჩქარა ! უსიმღერო აჩუქეთ მიწას,
სადაც ბალახებს
 სასთუმალად იგებდა თავქვე 
სად ახლა დაძრწის ურაინდოდ  
მისი  ცხენი,ილაჯნაწყვეტი ,
ეძებს ძახილს  და შეძრა ღრენი
ერთად ნათქერი. 

სადაც სახლს 
ღია   თვალებივით
კარ-ფანჯარებით,
სტკივათ კედლებზე, 
უმწეობის ნაიარები.

მობანეთ ცრემლი, ვეღარ დაღვრის რომელსაც თვალზე, 
პირი- საყვედრი და უთქმელი სიტყვებით სავსე- 
რომ ვეღარ დაძრავს  მადლს და სამდურავს.
ჯერაც თბილ უბეს ესალბუნეთ , იაზმა აცხეთ,
მოყევით როგორ იტანჯა  და იმამაცურა. 

იყუჩეთ მთებო! ვერ შეძელით მისი დაფარვა,
ამაოდ გლოვობთ ახლა მისი სუნთქვის დაკარგვას  წყალში და ლამში,
თქვენი   “მთის კაცი” ტაატობს , ტალღებს
ოცნებებს  ატანს…
და არის არსად,და არის არსად, და არის არსად!…

                          
                                     ნოემბერი. 2023.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი