Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_pd60014el3ihecmrjviv62q5n4, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
ასწიეთ ეს ცა! - ივლიტა გოლეთიანი | პოეზია

ასწიეთ ეს ცა!


ასწიეთ ეს ცა !
 

                        ( ნაკურალეშს ) 

ეს მთები ისევ ისევე დგანან,
(საოცარია რომ არ იცვლება...)
არარსებულის ყოფასა გვანან,
ხომ ჩვეულია ყველა ცვლილება.

მოუდრეკიათ მარწუხებს წელში
დიდედა! ჰოდა,ასწიეთ ეს ცა !
ასწიეთ მაღლა, ასწიეთ ზევით,
დამხურეს თავზე და ვეღარ ვხედავ,

რომ ძვირფასია ამ ხის კოჟრებიც,
მიწა მაძღრისად მმზირალი დილით,
ასე მგონია მოვიგდებ მხრებზე
და უსასრულოდ ვივლი და ვივლი!..

მინდა ათას წლის მერეც მოგიყვნენ
-ხვატში თუნდ ერთ ხის ვიყავ ნათლია,
გაივლის გზაზე ვინმე თორნიკე 
და მის ჩეროზე იტყვის მადლიანს.

რად მახსენდება ჭინკების ცეკვა
ძილის წინ ჩემთვის ზღაპრად ,რომ უთქვამთ,
ბინდდება, ჰოდა,ასწიეთ ეს ცა !
ასწიეთ ეს ცა, მე ძლივსღა ვსუნთქავ 

ივლიტა გოლეთიანი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი