ცაზეა რბოლა
ცაზეა რბოლა! სატივე მორებად გაწოლილ ღრუბლებს უნდათ გასცურონ ქარის ტალღებში! მიამბეთ რამე —დაუღლელზე, უანგაროზე, დაუსრულებლად უქრობელზე — თავის სანაცვლოზე. სუფთასა და საკუთარ თავზე უკულისო სცენის სადგომებში — ჰო…მიამბე რამე სიყვარულის სიხარულზე. ვიცი ემსგავსება ყველა ამბავი სიყვარულის ერთმანეთს ძლიერ და იცნობენ ერთურთს , როგორც ოდესღაც შენახვედრნი, მაინც მიამბე ისევ და ისევ… მხოლოდ ამბები უსიყვარულო იქნება სხვადასხვა, უბირნი უცხოდ … და ყველა სხვანაირად უსიყვარულო… ცაზე სატივე მორებივით გაწოლილ ღრუბლებს უნდათ გასცურონ ქარის ტალღებში ! .. გწყურია ქართან!. ივლიტა გოლეთიანი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი