Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_uva2fpaj7gqnfqqmu2bisu9l80, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
* * * - ივლიტა გოლეთიანი | პოეზია

* * *


ცაზეა რბოლა!
სატივე მორებივით გაწოლილ ღრუბლებს უნდათ  გასცურონ ქარის ტალღებში! 

მიამბეთ რამე —დაუღლელზე, უანგაროზე,
დაუსრულებლად გაუქრობელზე,
თავის სანაცვლოზე.
სუფთაზე და საკუთარ თავზე მისი უკულისო სცენის სადგომებში - 
ჰო…მიამბე რამე სიყვარულის სიხარულზე 
 
ვიცი ემსგავსება  ყველა ამბავი სიყვარულის ერთმანეთს ძლიერ 
და იცნობენ ერთურთს ,როგორც ოდესღაც შენახვედრნი,
მაინც მიამბე ისევ და ისევ…

მხოლოდ ამბები უსიყვარულო იქნება სხვადასხვა, 
უცხო ერთმანეთისთვის …
და ყველა განსხვავებულად უსიყვარულო…

ცაზე სატივე მორებივით გაწოლილ ღრუბლებს 
უნდათ გასცურონ ქარის ტალღებში და 
გწყურია ქართან!.

ივლიტა გოლეთიანი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი