მიუვალობამ დაღალა გონი
* * * მიუვალობამ დაღალა გონი, გადაფარული ფიქრების გროვით დავეძებ ჟანგბადს! ვართ მხოლოდ ორნი ამქვეყნად მგონი, მე და ეს თოვლი, ეს ცივი თოვლი. რა მოსდის სათქმელს?! გამოშრა ხორხი! მზე გასდევს ცაზე მუხლებზე ხოხვით გასისხლულ დაისს!.. ფიქრი აქვს რაის?! ოცნებობს რაზე?! მზე გასდევს დაისს ვერ იკრავს თასმებს! და როგორც თოკზე დაფენილ სარეცხს, დააშრობს ღრუბლებს და დააუბრებს დღესა და ღამეს! მზე ჩავა მალე, მზე წავა მალე! მზე წავა მალე და დაასრულებს იმას რაც დილით დავიწყეთ მარტომ! მზევ,მიხვალ რატომ?! მზევ,მიხვალ რატო?! ცაც როგორც ნაჭდევს, ლოყაზე ნარჩენს, შეჰყურებს მთვარეს და სუნთქვა უჭირს! ვიღაცამ ხელი თუ ჩაყო სულში და ამომხაპა ტანიდან მუჭით! მიუვალობამ დაღალა გონი… მიაღწევს მალე მზე გოგვა-გოგვით დასალიერს!.. მზე! ეფარება თვალსაწიერს! ივლიტა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი