Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_ejraia9onsfc2b7u3q305sf374, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
მე შემიძლია ვიყო ყოველგან - ივლიტა გოლეთიანი | პოეზია

მე შემიძლია ვიყო ყოველგან


***

მე შემიძლია ვიყო ყოველგან
და შენთან ვიყო ამასთანავე,
დამსხვრეულია აქ  “ესე იგი” 
და ყველა ჯურის “მაშასადამე”.

დამირჩა სივრცე უთბო,უნათლო
ვგრძნობ ათას მზერით როგორ მთვალავენ,
და მივხვდი - წრე ხარ შენ უსაშველო,
ყველა წერტილთან ათვლის სათავე!

ღამეა გარეთ,ფიქრები მუქი…
უნდა ავანთო ელექტრო შუქი. 
ღამეა გარეთ,ფიქრები მუქი,
ელექტრო მაინც ავანთო შუქი!.. 
  
                                 ივლიტა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი