მამას ანუ ვიდრე ნახვამდის
მამას ანუ ვიდრე ნახვამდის მაკლიხარ როგორ!გადაზნექილა ტკივილით ლეღვიც დანათოვარი, თუმცა მაძღრისად დამირჩა გული შენი მარადი დანატოვარით. ვერ ვწერ…მინდოდა მეწერა როგორ, ვერ მოგისწარი მომკა ნაოფლის, და შემომყურებს თვალებში ობოლს გაწბილებული ყოფა ნაბოდვრის. თითქოს ეს ლექსიც ჩემზე მწყრალია, წყალი შეუდგეს ქარის წისქვილებს, ამ ქვასანაყშიც თითქოს წყალია და ჭიანჭველაც ზურგზე მიკიდებს. ვაჰ! რა ვიცოდი,აბა საიდან?! რომ გასარჩევად თურმე ავ-კარგის, შენს საპოვნელად ჩასაფრებულა გარდუვალობა შენი დაკარგვის! რად გახდა ნეტა ასე საჭირო?! ასე საჭირო,რატომ ვერ ვგონებ?! უცილობელად შენი დაკარგვა იმისათვის რომ მერე მეპოვნე! აგერ, ის დილა თენდება მთებზე საჩემმომავლოდ შენ რომ სახავდი, ჰოდა,ამ დილას მოვისხამ მხრებზე, ვიდრე მოვალ და ვიდრე ნახვამდის. მზე ქოლგის ჩრდილქვეშ დავტიე მყისვე, სულ პეშვით ვკრეფდი სამკალ თავთავებს, სანამ შევხვდებით,შევხვდებით ვიდრე, წერილებს მოგწერ ყოველ მკათათვეს! ივლიტა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი