უბადებელში
ხანდახან არ გქვია არც ერთი სახელი,
აღარცერთ ყოფასთან არა ხარ ზიარი,
დღე უკვე დილიდან ათასგზის ნაგვემი
გამხდარა მზიანი თურმე !....
გაუდით ჭრიალი ურმებს,
დასთრევენ რძესავსე ცურებს
მიწაზე...
თითქოსდა ჯინაზე თალხის და ყალბის
მზე ოქროცურვილობს‼
და თუნდ უსურვილოს შეჰყურებს თვალებში...
როდისღა ჩაეფლე ეს ამდენ ვალებში
მიმართ და ყველას?
ნეტამც...
მაგრამ ეს სხვა უკვე იქნება სათქმელი
უსაყდრო მრევლზე...
„ნეტაზე“ მერე....
2015წ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი