ჭაობი და დევის ქალი


ჭაობი  და დევის ქალი

მწუხარებს ჭაობი — მეგობარს  ნატრობს,
ვინ დაურუებს ამ ყოფის ნაღველს,
როდის დააღწევს თავს მიმხრჩვალ ტაფობს
და ჩაუყვება გზას გამდინარეს?

გაუყვებოდა მდელოს მზენასვამს ,
ძოწფერ ღეროებს მწვანე მინდვრისას ,
მერე იორთქლებს ცაში ქარავნად
ღრუბლების , ჰოდა ყველა იხილავს

რომ არის თეთრიც , ყოფილა მწვანეც, 
ყოფილა წყალფერ  — გაუმჭვირვალიც,
რომ ისურნელა ყვავილშიც , ხეშიც
და დაარწყულა ყველა მწყურვალი!

რა იქნებოდა … გამოჰყოლოდა
სიზმარეთიდან გზას   დევის ქალი!
დაურუებდა  თოხ-კავით ჭაობს 
და იხუვლებდა  მდინარის ზათქით ! 

რომ დაეარა მიწის ქვეშ წყლები,
შესვან ხეებმა , აორთქლდეს ღრუბლად,
და დანაწვიმი  ღვარცოფის ჩქერით 
ოკეანეთა შეერწყას სულთქმას !

სანამ მოაღწევს გზად დევის ქალი,
რა ეშველება ჭაობს მდუმარეს?
და დაურუებს სანამ თოხ-კავით ,
ეჩურჩულება მანამ დუმფარებს.

თითქოს ეძახის და შორით ყვირის,
გადაღმა ღვიის სიმწვანე ღვივის…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი