ზემფრენი ტაიჭი


ზემფრენი ტაიჭი

ჰე, ზემფრენ ზესულებს მიჰგვანან ქარები,
სულბერვით ქროლავენ  სევდების ლელიანს,
საშველი არ არის, სულსწრაფი თარეშით
სიკვდილის ქუჩაზე უკლებლივ ელიან

სუყველას. ვინ იცის, საითკენ წაგიღებს,
გაიგებს ვერავინ, ვერაფრით, ვერასდროს!
ჰე, ზემფრენ ზესულის ქუხილის ტაიჭებს
ვერავინ დაიჭერს! ვერასდროს !   მე ამ დროს

ვნეტარებ — ნეტა მე, ამ სახლის შემყურეს,
— შემყურეს  ამ ყოფის, — ამ მთათა სახლიკაცს,
შიშების სამკუთხა  , უსახო   ბერმუდებს,
როგორც ჯადოსანი , დგები და გადიხარ. 

ვიდრემდე სხივები ცეკვავენ  კეფაზე, 
და ამბებს მოტანილს იმ მთის და ამ მთისას, 
მინდვრები გიყვება და თავის ნებაზე
უცქერი მთის ქედის  უსწორო ხარიხას,

რადგან ხარ —თვითონ ხარ ზეიმი, სანამდე
ზემფრენი ტაიჭი თავისას გაიტანს!

/ივლიტა/




სექტემბერი. 2026.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი