სალამი, მზეო


სალამი, მზეო

წამოდი, გავყვეთ!
შევეგებოთ მზისფერ  თენებებს!
ცა მოქუფრული,
ხახაღია ყლაპავს ვარსკვლავებს!
ერთად ვუამბოთ ღამის გზაზე  დღეთა მშვენებებს,
ჩვენს განვლილ ბედზე,  როგორ ვევნეთ და ვიმამაცეთ. 

რომ სისხლის  ცრემლით ,ჩამავალი  მზე რწყავდა მიწას,
და უდაბური ქვიშებიდან ბებერ კაქტუსებს,
წყურვილი სჭირდათ და ამბებს ყვებოდნენ მისას
როგორ ნატრობდნენ და ვერ შეხვდნენ მინდვრებს წყალუხვებს. 

იქ,  ჰორიზონტზე, მზე  ჩანს გრდემლის წითელ ღადარში,  
ჭედს რკინის  წაღებს და გრდემლივით გრგვინავს ზესკნელიც, 
რომ გავიაროთ, გავაბოტოთ დღეთა ნაცარში
გადავაბიჯოთ, ხელი მკიდე, ნუ გამეშვები!

გამოვაღწიოთ  და ვუამბოთ როგორ მოვედით
დღეების ფერფლში  , მთელი ღამე როგორც სიმდიდრე,                     
ვზიდეთ   იმედი ჩვენ ერთგული,  როგორც ოთხფეხი, 
და არაფერი რომ არ იყო უკვე იგივე! 

სალამი მზეო, მოვაღწიეთ შენფერ თენებებს , 
როგორც აზრებმა , უსასრულო  ფიქრის ბილიკზე
ვაბიჯეთ  გზებზე.   რკინის წაღებს  დავიხდით ფეხზე , 
აღარაფერი არ იქნება   უკვე იგივე !

/ივლიტა/

                    2026. ივნისი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი