ძვირფასო, დღეო
ძვირფასო დღეო
ძვირფასო დღეო, ინათებდე ჩემთვისაც ვიდრე,
თვალგახელილთა სამყაროდან ვიდრე მადლობებს
მიიღებ, სევდა ჩემს ჭიშკართან საწვიმარს კიდებს,
სანამ ტატნობი მოქუფრული იკაბადონებს.
სახლი საკვამურს აახრჩოლებს — ბებერ ყალიონს,
გაიზმორება, გამოახელს თვალებს ფანჯრისას ,
ყველა სულდგმული ვერ შეხვდება, რადგან ალიონს,
ცოცხალი მაინც ვერ გავაღწევთ, რადგან აქედან.
ძვირფასო დღეო, გაუთენდი ყველას—ვინც გვიყვარს,
ყველას — ვინც, იქნებ გვყვარებოდა შეიძლებოდეს,
ეგანთიადე, არ უნდოდე ეგება, გინდაც ,
ამ — ბაბილონის ძველ გოდოლში შეხიზნებულებს.
მიზანი არგე თითო მაინც სუყველა ხიზანს,
ჩვენს- არსაიდან მოსულების- ნაგზავნ სურვილებს
ჩამოუვლიდეს მეამინე , ჯადოსნურ სკიპტრას
ჰხურავდეს თავზე, ყველას, ვინც კი მოისურვილებს.
ძვირფასო დღეო, ინათებდე ვიდრე ჩემთვისაც,
გეკითხა, იქნებ რა მინდოდეს, ეგებ გეკითხა…
/ივლიტა/
მაისი. 2026
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი