რას ნახავ უარესს?
რას ნახავ უარესს, გინახავს თუ არ ეს? სცენაზე ბავშვი გონწასულა , ჰოი მის ქოროს, არ იმჩნევს , უნდა ჩაამთავროს სიმღერის ბოლო! და მღერის გუნდი , კისერზე ხუნდით , უბავშვოდ - ბავშვით და ბოლოს ტაშით!.. თან როგორც ქორი , დასჩხავის ქოროს ვინც დირიჟორობს… ეჰ, ვაი, ქოროს… შიშობს: თვითონაც არ დასცდეს ფეხი და გახდეს ,,ერთი” და არ ჩაქოლონ! და როგორც როჭო , დამფრთხალი ტყეში ყვირის და მღერის საწყალი ქორო!.. ,,ჰაუ,ჰაუ ! ქორო , ნუ ფრენ, ჩვენს ეზოში დილ-დილასა, არ გაგატან , ვერ მომტაცებ ჩემს პატარა წიწილასა!“ 2026. ივნისის ათი? /ივლიტა/ @highlight
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი