* * *
... დარდს ვეღლები, ლხინს დავეძებ, ვლოცულობ, სულში, - სითბო, გარეთ, - ეკალ ბარდია, გეკითხები, ცაო, ფერად მორთულო! შენთან ყოფნა, ნუთუ, ასე კარგია. ნუთუ, ამ გზით თავს აღწევენ სიყალბეს, (ჩემს ფიქრს სხვა გზით არასოდეს უვლია), მირჩევნია, უსასრულოდ მიყვარდე, ისე ძლიერ, სხვას რომ არ შეუძლია.. რიგში დგანან წლები, გზები, დღეები, (აუგს ჩემზე ვერასოდეს იტყვიან), მე დაგძებნი, ჩუმად, ხელის ცეცებით, გასავლელი ბევრი ბეწვის ხიდია. ლხინს მოგიწყობ, მასპინძლობას გპირდები, როცა წახვალ, ამ მთებს გადაგაცილებ, ოღონდ კარგო, დამიტოვე იმედი, რომ სიბერე ვერას გვავნებს ყმაწვილებს. იზა ჭკადუა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი